შიდა აზომვა, შენობის ნახაზები

სერვისი
შიდა აზომვა, შენობის ნახაზები

შეგვიკვეთეთ და ისარგებლეთ:

> სერტიფიცირებული ამზომველების მომსახურებით

ხარისხიანი სერვისით

> მეგობრული გარემოთი

 

კონსულტაცია Messenger-ში

 

კერძო სახლების, კორპუსის ბინების, კომერციული და საოფისე ფართების თუ სხვა ნებისმიერი შენობის ყიდვა-გაყიდვის, რეგისტრაციის, გადაფორმების, იპოთეკით დატვირთვის და ა.შ. დროს, ხშირ შემთხვევაში საჭიროა ამ შენობების ფართების შიდა აზომვა და დეტალური ნახაზის მომზადება. ნახაზში წარმოდგენილია როგორც ოთახების განლაგებისა და ფართობის, ასევე კარ-ფანჯრების მდებარეობა. 

ჩვენი კომპანია გიქმნით ყველანაირ კომფორტს და გთავაზობთ, ფართების აზომვასა და შიდა აზომვითი ნახაზის მომზადების მომსახურებას.

 

კითხვა–პასუხი

რას ნიშნავს შიდა აზომვა?

შიდა აზომვა ნიშნავს შენობების ფართების შიდა აზომვას და დეტალური ნახაზის მომზადებას. ნახაზში წარმოდგენილია როგორც ოთახების განლაგება და ფართობი, ასევე კარ-ფანჯრების მდებარეობა.

როდის არის საჭირო შიდა აზომვა?

კერძო სახლების, კორპუსის ბინების, კომერციული და საოფისე ფართების თუ სხვა ნებისმიერი შენობის ყიდვა-გაყიდვის, რეგისტრაციის, გადაფორმების, იპოთეკით დატვირთვის და ა.შ. დროს.

როგორი ტიპის ფართის აზომვა შეგიძლიათ?

ჩვენ ვზომავთ ყველანაირ ფართს, როგორც შენობის ნაკვეთსა და მასზე მდებარე ნაგებობებს, ასევე შენობების შიდა ფართებს.

როგორ დაგიკავშირდეთ?

მოგვწერეთ Messenger-ში: m.me/azomdazome ან დაგვირეკეთ 599 115 600.

დამოკიდებულია თუ არა ფასი ასაზომი ფართის სიდიდეზე?

დიახ, ფასი დამოკიდებულია ასაზომი ფართის სიდიდეზე, თუმცა, ფართის მატებასთან ერთად, 1 კვ.მ-ის საშუალო ღირებულება იაფთება.

რა მომსახურება შედის ფასში?

ტრანსპორტირება (სურვილის შემთხვევაში), აზომვითი სამუშაოები და შესაბამისი ნახაზების მომზადება, არსებული სტანდარტების დაცვით.

რამდენ ხანში კეთდება აზომვა?

დამოკიდებულია ასაზომი ფართობის სიდიდესა და საველე სამუშაოების სირთულეზე. ნახაზის მოსამზადებლად კი საჭიროა 1-2 სამუშაო დღე.

როდის შეგიძლიათ გამიწიოთ მომსახურება?

გთხოვთ, მოგვწერეთ Messenger-ში: m.me/azomdazome თქვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, რომ დაგიკავშირდეთ და შეგითანხმოთ დრო და თარიღი.

მაქვს კომპლექსური შეკითხვები შიდა აზომვასთან დაკავშირებით, ვის მივმართო?

შეგიძლიათ ჩვენს მენეჯერს დაუკავშირდეთ და გაესაუბროთ. 599 115 600 ალექსი..

ბინის აზომვისას რა არის გასათვალისწინებელი?

გასათვალისწინებელია აზომვისა და აზომვითი ნახაზის მომზადების მიზანი. შესაძლოა რაიმე დამატებითი მონაცემების შეგროვება და აღნიშვნა იყოს საჭირო.

განიხილავს თუ არა მერია განცხადებას ნახაზის გარეშე?

არა, ნახაზის მომზადება აუცილებელია.

რა აპარატურის გამოყენებით ხდება აზომვა?

აზომვა ხდება, ზუსტი, ლაზერული ხელსაწყოების გამოყენებით.

შეგიძლიათ თუ არა რეგიონებში აზომვა?

დიახ, შეგვიძლია. გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ტრანსპორტით ჩამოსვლის შემთხვევაში, მომსახურების საფასურს დაემატება ტრანსპორტირების ხარჯები.

სად მდებარეობს თქვენი ოფისი?

ჩვენი ოფისი მდებარეობს თბილისში, გვაზაურის ქუჩა №17 (სანზონა, კინო საქართველოს მიმდებარედ).

რაც შეეხება ტრანსპორტირებას, მე უნდა წამოგიყვანოთ თუ თქვენ თვითონ მოხვალთ?

შესაძლებელია როგორც ჩვენი, ასევე თქვენი ტრანსპორტის გამოყენება.

 

საკვანძო სიტყვები:

ბინის შიდა აზომვა; შიდა აზომვა; სახლის აზომვა; ბინების აზომვა; ბინის აზომვა; შიდა აზომვითი ნახაზის მომზადება; ბინის აზომვითი ნახაზი; შიდა აზომვითი ნახაზი; სახლის აზომვითი ნახაზი; შენობის ნახაზები.