ვითანამშრომლოთ

 

ბრენდის ღირებულებები

 

ხარისხი - მაღალხარისხიანი პროდუქტის შექმნა წარმოადგენს წინგადადგმულ დიდ ნაბიჯს კომპანიის წარმატებისაკენ. 

 

ვადების დაცვა - ჩვენთვის პრიორიტეტულია, უფრო მეტიც პრინციპულია რომ სამუშაო შევასრულოთ პროექტის ფარგლებში განსაზღვრულ ვადებში, ეს იწვევს ნდობასა და კეთილგანწყობას ჩვენი დამკვეთების მხრიდან. 

 

მომხმარებელზე ორიენტიულობა - ვცდილობთ კლიენტების მოსმენას? ვცდილობთ მათი სურვილების, საჭიროებების და მოთხოვნების დაკვაყოფილებას? ვცდილობთ მათი პრობლემებისთვის სწორი გადაწყვეტილების მიწოდებას? დიახ, ვცდილობთ!

 

მეგობრულობა - მეგობრული დამოკიდებულება დამკვეთების მიმართ იწვევს მათ კეთილგანწყობას.   

 

დინამიურობა - ვართ ენთუზიაზმით სავსე ახლის და საინტერესოს მიმართ, არ ვჩერდებით ერთ ადგილას და ვცდილობთ მივიღოთ ახალი გამოცდილება.  

 

ჩვენ შესახებ

 

აზომ-დაზომე არის პროფესიონალი, ლიცენზირებული ამზომველებისა და გეოსაინფორმაციო სისტემების სპეციალისტთა მეგობრული გუნდი, რომელიც ცდილობს თითოეულ კლიენტს, ფიზიკურ თუ იურიდიოლ პირს, მიაწოდოს მაღალხარისხიანი, თანამედროვე და სწრაფი აზომვითი მომსახურება.

„აზომ-დაზომე“ წარმოადგენს კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფის ერთ-ერთ მიმართულებას. 2008 წლიდან დაწყებული აზომ-დაზომეს თანამშრომლებმა მრავალი პროექტი განახორციელეს აზომვებისა და მონაცემთა შეგროვების სფეროში, თუმცა „აზომ-დაზომე“ როგორც კომპანიის დამოუკიდებელი მიმართულება 2019 წლის მარტიდან არსებობს. 

ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობა ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოების მაღალი ხარისხის გარანტიაა.

 

სლოგანი

მილიმეტრიც მნიშვნელოვანია

 

დაგვიკავშირდით: 599 115 600