საკადასტრო და გეოდეზიური სამუშაოები საქართველოს მთის კურორტებზე
ჩვენმა საველე გუნდმა კიდევ ერთი პროექტი დაასრულა, რომელიც მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან თანამშრომლობით განხორციელდა.
პროექტი მიმდინარეობდა 2019 წლის ივნისი-დეკემბრის პერიოდში და ითვალისწინებდა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძის უღელტეხილსა და სვანეთში, მთის კურორტების კომპანიის ბალანსე არსებული ობიექტებისა და მიწის ნაკვეთების საველე აზომვებსა და კადასტრში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადებას.
ამას გარდა პროექტის ფარგლებში მომზადდა შენობა-ნაგებობების ინტერიერისა და ექსტერიერის დეტალური არქიტექტურული ანაზომები და 3D ელექტრონული მოდელები. ასევე დაიკვალა საბაგიროს საყრდენი ანძები და შესრულდა საპროექტო გზების პროფილების ტოპოგრაფიული და გეოდეზიური სამუშაოები.
სხვა პროექტები
საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დაგეგმილი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის საპროექტო ტერიტორიის დრონით გადაღება და ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება
საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება ყაზბეგის ეროვნული პარკისთვის
საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება მტირალას ეროვნული პარკისთვის