სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების საკადასტრო აზომვა და შესაბამისი ნახაზების მომზადება
ჩვენმა გუნდმა წარმატებით დაასრულა პროექტი, რომელიც საქართველოს უმსხვილესი ენერგოსადისტრიბუციო კომპანიის სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების საკადასტრო აზომვებსა და შესაბამისი ნახაზების მომზადებას ითვალისწინებდა.
ხუთი თვის განმავლობაში (2021 წლის ივნისი-ოქტომბერი), ქვეყნის ხუთ რეგიონში (შიდა ქართლი, გურია, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი), ჩვენი გეოდეზისტები ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებდნენ საველე სამუშაოებს. მათ მიერ აზომილი ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე 2000 კილომეტრს, საყრდენი კონსტრუქციების რაოდენობა კი 10 000-ს აღწევს.
საკადასტრო ნახაზების მოწესრიგება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, უკეთ დაიცვას მის საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზები, უფრო ეფექტიანად დაგეგმოს და აწარმოოს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები და უზრუნველყოს ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდება 1 200 000-ზე მეტი აბონენტისათვის.
„იდეა დიზაინ ჯგუფის“ გეოსაინფორმაციო სისტემების სფეროში სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს არა მხოლოდ მსხვილ კომპანიებს, არამედ ინდივიდუალურ დამკვეთებს. ჩვენი გუნდი მზად არის აწარმოოს ნებისმიერი სირთულის საველე სამუშაოები იმისათვის, რომ სივრცით მოწყობასთან დაკავშირებული პროექტები წარმატებით განხორციელდეს.
სხვა პროექტები
საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დაგეგმილი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის საპროექტო ტერიტორიის დრონით გადაღება და ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება
საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება ყაზბეგის ეროვნული პარკისთვის
საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება მტირალას ეროვნული პარკისთვის