ტრანს-სასაზღვრო მდინარეების მონიტორინგი II ფაზა, მდინარე მტკვრის აუზისთვის - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი

სტატუსი:  დასრულებული

პროექტმა ხელი შეუწყო წყლის ხარისხის მონიტორინგის საერთო მიდგომის და ისეთი შეფასების განვითარებას, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (Water Framework Directive) მეთოდოლოგიას. პროექტმა გააძლიერა მართვისა და მონიტორინგის დაწესებულებების  ტექნიკურ შესაძლებლობები.

იდეა დიზაინ ჯგუფის ექსპერტები, პროექტის საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, მუშაობდნენ მდინარის აუზის მართვის გეგმებზე მდინარე არაგვის, ხრამის და ალაზნის აუზებისთვის.  ასევე, ჩვენ შევიმუშავეთ ერთიანი გეომონაცემთა ბაზები მონაცემთა მართვისა და ქვეყნებს შორის გაზიარების მიზნით; იმავე მიზნით შემუშავდა მონაცემთა  სტანდარტები.  ჩატარდა სწავლება გეოსაინფორმაციო სისტემებსა და მონაცემთა მართვაში.

პროექტის ფარგლებში, განახლდა წყლის რაოდენობის, ხარისხის და წყალსარგებლობის მონაცემთა ბაზები გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის და სამინისტროსათვის.

 

შესრულებული ამოცანები:

  • მოთხოვნილების ანალიზი
  • მონაცემთა შეგროვება და ორგანიზება
  • მონაცემთა შეგროვება ველზე
  • გეომონაცემთა ბაზების აგება
  • მონაცემთა სტანდარტების შემუშავება
  • სპეციალიზებული პროგრამის შექმნა და გეოსაინფორმაციო სისტემასთან გადაბმა
  • ტრენინგი

 

ტექნოლოგია:

  • ArcGIS Desktop
  • MS Access

სხვა პროექტები

საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დაგეგმილი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის საპროექტო ტერიტორიის დრონით გადაღება და ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება

საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დაგეგმილი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის საპროექტო ტერიტორიის დრონით გადაღება და ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება

24 იანვარი 2023 - 24 იანვარი 2023
საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება ყაზბეგის ეროვნული პარკისთვის

საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება ყაზბეგის ეროვნული პარკისთვის

01 სექტემბერი 2022 - 15 დეკემბერი 2022
საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება მტირალას ეროვნული პარკისთვის

საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება მტირალას ეროვნული პარკისთვის

01 აპრილი 2022 - 30 ივნისი 2022
ყველა პროექტი