სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების საკადასტრო აზომვა და შესაბამისი ნახაზების მომზადება

ჩვენმა გუნდმა წარმატებით დაასრულა პროექტი, რომელიც საქართველოს უმსხვილესი ენერგოსადისტრიბუციო კომპანიის სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების საკადასტრო აზომვებსა და შესაბამისი ნახაზების მომზადებას ითვალისწინებდა.

ხუთი თვის განმავლობაში (2021 წლის ივნისი-ოქტომბერი), ქვეყნის ხუთ რეგიონში (შიდა ქართლი, გურია, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი), ჩვენი გეოდეზისტები ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებდნენ საველე სამუშაოებს. მათ მიერ აზომილი ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე 2000 კილომეტრს, საყრდენი კონსტრუქციების რაოდენობა კი 10 000-ს აღწევს.

საკადასტრო ნახაზების მოწესრიგება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, უკეთ დაიცვას მის საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზები, უფრო ეფექტიანად დაგეგმოს და აწარმოოს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები და უზრუნველყოს ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდება 1 200 000-ზე მეტი აბონენტისათვის.

„იდეა დიზაინ ჯგუფის“ გეოსაინფორმაციო სისტემების სფეროში სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს არა მხოლოდ მსხვილ კომპანიებს, არამედ ინდივიდუალურ დამკვეთებს. ჩვენი გუნდი მზად არის აწარმოოს ნებისმიერი სირთულის საველე სამუშაოები იმისათვის, რომ სივრცით მოწყობასთან დაკავშირებული პროექტები წარმატებით განხორციელდეს.

სხვა პროექტები

სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების საკადასტრო აზომვა და შესაბამისი ნახაზების მომზადება

სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების საკადასტრო აზომვა და შესაბამისი ნახაზების მომზადება

01 ივნისი 2021 - 31 ოქტომბერი 2021
მიწის ნაკვეთის დაკვალვა, გამიჯვნის სარეგისტრაციო ნახაზების მომზადება და ვენახის განაშენიანების გეგმის მომზადება.

მიწის ნაკვეთის დაკვალვა, გამიჯვნის სარეგისტრაციო ნახაზების მომზადება და ვენახის განაშენიანების გეგმის მომზადება.

25 მარტი 2021 - 31 მარტი 2021
მიწის ნაკვეთის აზომვა და სარეგისტრაციო ნახაზების დამზადება

მიწის ნაკვეთის აზომვა და სარეგისტრაციო ნახაზების დამზადება

25 მარტი 2021 - 25 მარტი 2021
ყველა პროექტი