საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დაგეგმილი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის საპროექტო ტერიტორიის დრონით გადაღება და ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება

აზომ-დაზომეს გის და საველე აზომვების გუნდმა წარმატებით განახორციელა საინტერესო პროექტი დრონის გამოყენებით.

ჩვენმა გუნდმა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დაგეგმილი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის საპროექტო ტერიტორიაზე, რომელიც 5 ჰექტარ ფართობს მოიცავს, დრონის საფრენი აპარატის გამოყენებით გადაიღო აეროფოტო.

მიღებული მასალების დამუშავების შემდეგ:
● მოვამზადეთ ტერიტორიის ორთოფოტო;
● ავაგეთ ტერიტორიის 3D მოდელი;
● მოვამზადეთ ტოპოგრაფიული გეგმა;

ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორის სამომავლო განვითარებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისების პოლიტიკა, საქართველოში არსებული ელექტროენერგეტიკული რესურსების ეფექტიანად გამოყენების, ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისა და მდგრადობის, ასევე ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.

განახლებადი ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიება და სრულად ათვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მოთხოვნისა და მიწოდების ბოლო ტენდენციების, ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. ხაშურში დაგეგმილი პროექტი სწორედ ამ პოლიტიკის განხორციელებას ემსახურება.

აზომ-დაზომეს გის და საველე აზომვების გუნდი მოხარულები ვართ, რომ ჩვენც შევიტანეთ საკუთარი წვლილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში.

სხვა პროექტები

საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დაგეგმილი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის საპროექტო ტერიტორიის დრონით გადაღება და ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება

საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დაგეგმილი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის საპროექტო ტერიტორიის დრონით გადაღება და ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება

24 იანვარი 2023 - 24 იანვარი 2023
საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება ყაზბეგის ეროვნული პარკისთვის

საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება ყაზბეგის ეროვნული პარკისთვის

01 სექტემბერი 2022 - 15 დეკემბერი 2022
საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება მტირალას ეროვნული პარკისთვის

საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება მტირალას ეროვნული პარკისთვის

01 აპრილი 2022 - 30 ივნისი 2022
ყველა პროექტი