საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება მტირალას ეროვნული პარკისთვის

დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაკვეთით 2022 წლის აპრილი - ივნისის პერიოდში, განვახორციელეთ საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადების პროექტი პარკის მენეჯმენტის გაუმჯობესების მიზნით.

პროექტის ფარგლებში მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა მტირალას ეროვნული პარკის საზღვრის დაზუსტება, დაცული ტერიტორიიდან ამოირიცხა არატიპური ინფრასტრუქტურა, ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც კონსერვაციული ღირებულება არ გააჩნია ან არ შეესაბამება “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს - ეს ტერიტორიებია საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვა.

პროექტის მიმდინარეობისას განხორციელდა საველე და კამერალური სამუშაოები, რაც მოიცავდა ველზე gps აპარატურის გამოყენებით ახალი საზღვრის ნიშნულების აღებას და ამოსარიცხი ან დასამატებელი ტერიტორიების აზომვას.

კამერალური სამუშაოებისას მომზადდა ეროვნული პარკის ახალ საზღვრებში რეგისტრაციისთვის საჭირო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, საზღვრის აღწერის დეტალური ტექნიკური ანგარიში და ეროვნული პარკის სადემონსტრაციო ტოპოგრაფიული რუკა.

მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული.

“მტირალა” ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი ადგილია, სადაც ყოველთვის შეგიძლია გაეშურო თავგადასავლების საძიებლად და აღმოაჩინო საინტერესო და ულამაზესი ადგილები.

სხვა პროექტები

საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დაგეგმილი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის საპროექტო ტერიტორიის დრონით გადაღება და ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება

საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დაგეგმილი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის საპროექტო ტერიტორიის დრონით გადაღება და ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება

24 იანვარი 2023 - 24 იანვარი 2023
საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება ყაზბეგის ეროვნული პარკისთვის

საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება ყაზბეგის ეროვნული პარკისთვის

01 სექტემბერი 2022 - 15 დეკემბერი 2022
საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება მტირალას ეროვნული პარკისთვის

საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება მტირალას ეროვნული პარკისთვის

01 აპრილი 2022 - 30 ივნისი 2022
ყველა პროექტი