საკადასტრო და გეოდეზიური სამუშაოები საქართველოს მთის კურორტებზე

ჩვენმა საველე გუნდმა კიდევ ერთი პროექტი დაასრულა, რომელიც მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

პროექტი  მიმდინარეობდა 2019 წლის ივნისი-დეკემბრის პერიოდში და ითვალისწინებდა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძის უღელტეხილსა და სვანეთში, მთის კურორტების კომპანიის ბალანსე არსებული ობიექტებისა და მიწის ნაკვეთების საველე აზომვებსა და კადასტრში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადებას.

ამას გარდა პროექტის ფარგლებში მომზადდა შენობა-ნაგებობების ინტერიერისა და ექსტერიერის დეტალური არქიტექტურული ანაზომები და 3D ელექტრონული მოდელები. ასევე დაიკვალა საბაგიროს საყრდენი ანძები და შესრულდა საპროექტო გზების პროფილების ტოპოგრაფიული და გეოდეზიური სამუშაოები.

სხვა პროექტები

საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დაგეგმილი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის საპროექტო ტერიტორიის დრონით გადაღება და ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება

საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დაგეგმილი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის საპროექტო ტერიტორიის დრონით გადაღება და ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება

24 იანვარი 2023 - 24 იანვარი 2023
საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება ყაზბეგის ეროვნული პარკისთვის

საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება ყაზბეგის ეროვნული პარკისთვის

01 სექტემბერი 2022 - 15 დეკემბერი 2022
საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება მტირალას ეროვნული პარკისთვის

საზღვრის დადგენისა და მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება მტირალას ეროვნული პარკისთვის

01 აპრილი 2022 - 30 ივნისი 2022
ყველა პროექტი