ვითანამშრომლოთ

ჰიდროლოგიური კვეთების აგება

სერვისი ჰიდროლოგიური კვეთების აგება

სხვადასხვა საინჟინრო ამოცანების გადასაჭრელად თუ ბუნებრივი სტიქიების მოდელირებისთვის, ხშირად საჭიროა მდინარეებზე ჰიდროგრაფიული კვეთების აგება.

ჰიდროგრაფიული კვეთი საშუალებას გვაძლევს დავითვალოთ მდინარის დღე-ღამური ხარჯი მ3-ში, შევადაროთ უკვე არსებულ ისტორიულ მონაცემებს და მოვახდინოთ მომავალი ბუნებრივი სტიქიების მაქსიმალურად მიახლოვებული კომპიუტერული მოდელირება, რაც საშუალებას იძლევა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები და სავარაუდო ზარალის წინასწარ გამოთვლა.

ჩვენი გუნდი გთავაზობთ ჰიდროლოგიური გრძივი და განივი კვეთების (პროფილების) ასაგებად საჭირო საველე სამუშაოების შესრულებას და შესაბამისი ნახაზების მომზადებას. 

 

დაგვიკავშირდით: 599 115 600