სატელიტური, მაღალი სიზუსტის GPS ხელსაწყოებით.
დაკვალვა
სერვისიშეგვიკვეთეთ და ისარგებლეთ:
> სერტიფიცირებული ამზომველების მომსახურებით
> ხარისხიანი სერვისით
> მეგობრული გარემოთი
მიწის აზომვის და ველზე მონაცემთა შეგროვების გარდა, ხშირად საჭიროა უკვე აზომილ და შედგენილ პროექტში არსებული წერტილების რეალობაში გადმოტანა და დაფიქსირება ანუ დაკვალვა.
“აზომ-დაზომე”-ს გუნდი გთავაზობთ პროექტში არსებული წერტილების კოორდინატების დადგენას და დაფიქსირებას, თანამედროვე და ზუსტი აპარატურის გამოყენებით.
კითხვა–პასუხი
რითი ხდება დაკვალვა – წერტილების მონიშვნა?
რამდენ ხანში ასრულებთ მომსახურებას?
დრო დამოკიდებულია როგორც ტერიტორიის მდებარეობაზე, ასევე დასადგენი წერტილების რაოდენობასა და საველე სამუშაოების სირთულეზე.
ზუსტია თუ არა თქვენ მიერ დადგენილი წერტილები?
დიახ, წერტილების მდებარეობა ზუსტია, რადგან საველე სამუშაოებს ვატარებთ თანამედროვე და ზუსტი ხელსაწყოებით.
ვრცელდება თუ არა თქვენი სერვისები რეგიონებზე?
დიახ, ვრცელდება. გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ტრანსპორტით ჩამოსვლის შემთხვევაში, მომსახურების საფასურს დაემატება ტრანსპორტირების ხარჯები.
დამოკიდებულია თუ არა ფასი დასადგენი წერტილების რაოდენობაზე?
დიახ, ფასი დამოკიდებულია როგორც წერტილების რაოდენობაზე, ასევე ნაკვეთის მდებარეობასა და საველე სამუშაოების სირთულეზე.
სად მდებარეობს თქვენი ოფისი?
ჩვენი ოფისი მდებარეობს თბილისში, გვაზაურის ქუჩა №17 (სანზონა, კინო საქართველოს მიმდებარედ).
რას ნიშნავს დაკვალვა?
დაკვალვა ნიშნავს ნახაზზე/პროექტში არსებული წერტილების ზუსტი მდებარეობის დადგენას რეალობაში, კოორდინატების საშუალებით.
როდისაა საჭირო დაკვალვა?
დაკვალვა საჭიროა ყოველთვის, როცა რაიმე წერტილის ნახაზიდან/პროექტიდან რეალობაში გადმოტანაა საჭირო. მაგალითად მშენებლობისას, ან ნაკვეთის ზუსტი საზღვრების დასადგენად.
რა არის გასათვალისწინებელი დაკვალვისას?
საველე სამუშაობის საწარმოებელი ტერიტორიის მდებარეობა და ამინდი. ნალექიან ამინდში აპარატურა ვერ მუშაობს.
როგორ დაგიკავშირდეთ?
მოგვწერეთ Messenger-ში: m.me/azomdazome ან დაგვირეკეთ 599 115 600.
როდის შეგიძლიათ გამიწიოთ მომსახურება?
გთხოვთ, მოგვწერეთ Messenger-ში: m.me/azomdazome თქვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, რომ დაგიკავშირდეთ და შეგითანხმოთ დრო და თარიღი.
აქვს თუ არა ამინდს მნიშვნელობა დაკვალვისას?
დიახ, ნალექიან ამინდში აპარატურა ვერ მუშაობს.
მაქვს კომპლექსური შეკითხვები ამ მომსახურებასთან დაკავშირებით, ვის მივმართო?
შეგიძლიათ ჩვენს მენეჯერს დაუკავშირდეთ და გაესაუბროთ. 599 115 600 ალექსი.
რაც შეეხება ტრანსპორტს, მე უნდა წამოგიყვანოთ თუ თქვენ თვითონ მოხვალთ?
შესაძლებელია როგორც ჩვენი, ასევე თქვენი ტრანსპორტის გამოყენება.
საკვანძო სიტყვები:
დაკვალვა; წერტილების რეალობაში გადმოტანა; წერტილების დაფიქსირება; წერტილების დასმა; წითელი ხაზების დადგენა; კორპუსის წითელი ხაზები; წითელი ხაზების კორექტირება.