აეროგადაღება (დრონით)
სერვისიაღნიშნული სერვისი მოიცავს დრონის მეშვეობით, მაღალი გარჩევადობის აერო ფოტო/ვიდეო გადაღებას, გადაღებული მასალის კომპიუტერულ დამუშავებასა და დეტალური 3D ელექტრონული მოდელის შექმნას.
აეროგადაღების სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ობიექტზე:
✓ სამშენებლო ტერიტორიები;
✓ სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებისას;
✓ ბაღის დაგეგმარება/განაშენიანების სამუშაოები;
✓ მიწის ნაკვეთების გადაღება;
✓ საპროექტო ტერიტორიები;
✓ სატყეო მასივი;
✓ რთულად მისადგომი წერტილების დასურათების მიზნით;
✓ გეოლოგიური პროცესების დაკვირვება;
✓ სახლებისა და კორპუსების, ასევე კომერციულ, ინდუსტრიული დანიშნულების ობიექტებზე;
რა შემთხვევებში არის საჭირო აეროგადაღება?
საპროექტო ტერიტორიის აერო ფოტო/ვიდეო გადაღება ხშირად საჭიროა პროექტის განხორციელების დაწყებამდე, სხვადასხვა დოკუმენტებისა თუ თავად პროექტის მოსამზადებლა;
აეროგადაღება შესაძლებელია საჭირო გახდეს ტერიტორიის რელიეფისა და მასზე განთავსებული ობიექტების 3D ელექტრონული მოდელის შექმნის მიზნით;
ორთოფოტოსა და ტოპოგრაფიული რუკის მომზადების მიზნით;
მიწის ნაკვეთის, სატყეო მასივის, რთულად მისადგომი წერტილების დასურათების მიზნით;
გეოლოგიური პროცესების დაკვირვების მიზნით;
აეროგადაღებისას ჩვენი გუნდი იყენებს DJI Phantom 4 pro-ს მოდელის დრონს, რომელიც სპეციალურად შექმნილია აერო ფოტოგრამეტრიისთვის.
ისარგებლე აეროგადაღების სერვისით, დაგვიკავშირდი და მიიღე უფასო კონსულტაცია ჩვენი გუნდისგან:
https://azom-dazome.ge/ka/კონტაქტი