მიწის ნაკვეთის გამიჯვნა, გაერთიანება, ნახაზების დამზადება

სერვისი
მიწის ნაკვეთის გამიჯვნა, გაერთიანება, ნახაზების დამზადება

შეგვიკვეთეთ და ისარგებლეთ:

> სერტიფიცირებული ამზომველების მომსახურებით

ხარისხიანი სერვისით

> მეგობრული გარემოთი

 

კონსულტაცია Messenger-ში

 

ერთი ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად გასაყოფად, ან პირიქით, რამდენიმე ნაკვეთის გასაერთიანებლად და ხელახალი რეგისტრაციისთვის, საჭიროა შესაბამისი საამზომველო სამუშაოების ჩატარება და საკადასტრო ნახაზების მომზადება, რომელშიც ასახული იქნება გამიჯვნა ან/და გაერთიანება.

მიწის ნაკვეთის გამიჯვნა-გაერთიანების საკადასტრო ნახაზების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და მიიღოთ პროფესიონალური მომსახურება.

 

კითხვა–პასუხი

რას ნიშნავს მიწის ნაკვეთის გამიჯვნა, გაერთიანება?

ერთი ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად გაყოფას, ან პირიქით, რამდენიმე ნაკვეთის გაერთიანებას.

როდის არის საჭირო გამიჯვნა / გაერთიანება?

გამიჯნული ან გაერთიანებული ნაკვეთების ხელახალი რეგისტრაციისათვის.

როგორ დაგიკავშირდეთ?

მოგვწერეთ Messenger-ში: m.me/azomdazome ან დაგვირეკეთ 599 115 600.

დამოკიდებულია თუ არა ფასი ფართის სიდიდეზე?

დიახ, ფასი დამოკიდებულია ასაზომი ფართის სიდიდეზე, თუმცა, ფართის მატებასთან ერთად, 1 კვ.მ-ის საშუალო ღირებულება იაფთება.

რა შედის ფასში?

ტრანსპორტირება (სურვილის შემთხვევაში), საველე აზომვითი სამუშაოები და შესაბამისი ნახაზების მომზადება, არსებული სტანდარტების დაცვით.

რამდენ ხანში კეთდება აზომვა?

დამოკიდებულია ასაზომი ფართობის სიდიდესა და საველე სამუშაოების სირთულეზე. ნახაზის მოსამზადებლად კი საჭიროა 1-2 სამუშაო დღე.

როდის შეგიძლიათ გამიწიოთ მომსახურება?

გთხოვთ, მოგვწერეთ Messenger-ში: m.me/azomdazome თქვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, რომ დაგიკავშირდეთ და შეგითანხმოთ დრო და თარიღი.

დისტანციურად თუ შეგიძლიათ მიწის ნაკვეთის გამიჯვნა, გაერთიანება?

არა, სამწუხაროდ სხვის მიერ აზომილსა და მომზადებულ ნახაზებზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. საჭიროა ხელახალი აზომვა.

განიხილავს თუ არა იუსტიციის სახლი განცხადებას ნახაზის გარეშე?

არა, ხელახალი რეგისტრაციისთვის აუცილებელია აზომვითი ნახაზების წარდგენა.

მაქვს კომპლექსური შეკითხვები ამ მომსახურებასთან დაკავშირებით, ვის მივმართო?

შეგიძლიათ ჩვენს მენეჯერს დაუკავშირდეთ და გაესაუბროთ. 599 115 600 ალექსი.

შეგიძლიათ თუ არა რეგიონებში აზომვა?

დიახ, შეგვიძლია. გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ტრანსპორტით ჩამოსვლის შემთხვევაში, მომსახურების საფასურს დაემატება ტრანსპორტირების ხარჯები.

სად მდებარეობს თქვენი ოფისი?

ჩვენი ოფისი მდებარეობს თბილისში, გვაზაურის ქუჩა №17 (სანზონა, კინო საქართველოს მიმდებარედ).

რაც შეეხება ტრანსპორტს, მე უნდა წამოგიყვანოთ თუ თქვენ თვითონ მოხვალთ?

შესაძლებელია როგორც ჩვენი, ასევე თქვენი ტრანსპორტის გამოყენება.